15:10 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-20 09:38:23, 631 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: სახელმწიფოს სტიქიის ზარალის სრულად ანაზღაურება გაუჭირდება

„თავისთავად ცხადია, რომ სრულად ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს გაუჭირდება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო მიყენებული ზარალის სრულ კომპენსირებას ვერ შეძლებს

"თავისთავად ცხადია, სრულად ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს გაუჭირდება, ჩვენ ვერ შევძლებთ სრულ კომპენსირებას, მაგრამ ელემენტარული საცხოვრებელი პირობებით იმ სახლებში, რომლებსაც სახელმწიფო გადასცემს ამ ადამიანებს, ისინი უზრუნველყოფილები იქნებიან", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მოხდება თუ არა სტიქიის დროს დაზარალებული იმ მანქანების ანაზღაურება, რომლებიც მეპატრონეებს დაზღვეულები არ ჰქონდათ, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ მას არ სურს ისეთი განცხადებები გააკეთოს, რომლებსაც შემდეგ შესაძლოა, ეკონომიკური საფუძვლები არ ჰქონდეს.

"არ მინდა, გავაკეთო განცხადებები, რომლებსაც შემდეგ შესაძლოა, არ ჰქონდეს ეკონომიკური საფუძვლები. დავითვლით ყველაფერს და მოსახლეობას მივაწვდით და დავპირდებით იმას, რის გაკეთებსაც სახელმწიფო შეძლებს", - განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კომერციულ ბანკები მზად არიან, სტიქიით დაზარალებულების შემთხვევები განიხილონ და მათ სამომხმარებლო სესხები ჩამოაწერონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics