2019-02-15 12:30:59, 3264 ნახვა
ევროპის ამბები
ნიკა მელია - თუ მურუსიძე ცუდი იყო და დღეს კარგია, იქნებ მეც გამოვსწორდი
„როდესაც არ მიგაჩნია დანაშაულად ის, რაც 2019 წელს ხდება და საუბრობ 2006 წელზე, არ ხარ გულწრფელი და როდესაც ლევან მურუსიძეს მისაღებ, როგორც უკეთილშობილეს ადამიანს, მორჩა, გათავდა, დაესვა წერტილი. 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში თავისი არსებობა დაასრულა, ნახევარზე მეტი იმ ადამიანების დღეს არიან „ქართულ ოცნებაში“. ლევან მურუსიძე, ლადო ბედუკაძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ნახევარი წინა ხელისუფლება დღეს რომ არის „ქართულ ოცნებაში“, უბრალოდ როგორც მინიმუმ, წინა ხელისუფლებაზე საუბარი არაგულწრფელია. გეკითხებით, რატომ ვარ მე ცუდი? თუ მურუსიძე ცუდი იყო და დღეს კარგია, იქნებ მეც გამოვსწორდი?“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადება „ტვ პირველის“ ეთერში
ავტორი: ,