18:22 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 14:19:34, 706 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: სოციალური ხარჯები არავითარ შემთხვევაში არ შემცირდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირება  მხოლოდ  მიმდინარე ხარჯებს შეეხება და სოციალური ხარჯები არავითარ შემთხვევაში არ შემცირდება.

ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გადავხედეთ უკვე მაკროეკონომიკურ პარამეტრებს და პარლამენტში წარდგენილია 2%-იან ზრდაზე ახალი საბიუჯეტო პარამეტრები.  ჩვენ  ერთი კვირის განამვლობაში ვიმუშავებთ და როგორც დავალება  მივიღეთ,  მომავალ კვირაში წარმოვადგენთ დაკორექტირებულ ვარიანტს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, შემცირება შეეხოთ მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს. არავითარ შემთხვევაში სოციალური ხარჯები არ შემცირდება",-განაცადა ნოდარ ხადურმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს  დაავალა,  10 ივნისამდე ბიუჯეტის დაკორექტირებული ვარიანტი  წარმოადგინოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics