|
2015-05-31 10:55:51, 376 ნახვა
საზოგადოება
შსს ქუთაისში პოლიციელის დღეს საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 12:00 საათზე პოლიციელის დღეს ქუთაისში, საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს. შსს–ს ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციების წევრები პარტნიორი ქვეყნებიდან: ლატვიიდან, ლიტვიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თანამშრომლებს პოლიციელის დღეს პირადად მიულოცავს და დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელებს დააჯილდოვებს. მინისტრი დაღუპული სამართალდამცველების ოჯახის წევრებს მედლებს პირადად გადასცემს. ვახტანგ გომელაური ასევე დააჯილდოვებს მოქმედ პოლიციელებს. ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, მინისტრი სტუმრებთან ერთად დაათვალიერებს გამოფენას, სადაც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი ავტოპარკს, ტექნიკას, შეიარაღებასა და აღჭურვილობას წარმოადგენს: საპატრულო პოლიციის ახალ ავტომანქანა „ფორდ ინტერსეპტორს“, „მინიკუპერს“, „პიკაპს“, მოტოციკლ „იამაჰას“, ელექტრომობილს; საბრძოლო ჯავშანტექნიკას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლ იარაღს; დაცვის პოლიციის ავტოპარკს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს, ავტოპარკს, ტექნიკურ საშუალებებსა და აღჭურვილობას; საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სახანძრო და სამაშველო ავტომანქანებს, თოვლმავალსა და აღჭურვილობას; საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ავტოპარკს, მოძრავ ლაბორატორიას და ეკიპირებას. გაიმართება მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალი, „3D“ ბილეთების ჩვენება და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების, ასევე მართვის მოწმობის დამზადების პროცესის და ახალი სანომრე ნიშნების შესარჩევი სენსორული მონიტორის დემონსტრირება. შსს-ს მომსახურების სააგენტო გუნდ „MIA Force“-ის სარბოლო ავტომობილებს და საერთაშორისო ჩემპიონატებზე მოპოვებულ თასებს წარმოადგენს. ღონისძიებას თავად მრბოლელებიც დაესწრებიან. „112“ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის SMS და ვიდეოზარის ახალი სერვისის შესახებ რგოლებს და საინფორმაციო მასალებს წარმოადგენს. შსს-ს აკადემიის ვირტუალურ ტირში მსურველებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა სცენარით, რამდენიმე წუთით, ინსტრუქტორის დახმარებით, პოლიციელის როლი მოირგონ. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება სამართალდამცველების ისტორიული სამოსი, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები, შსს-ს არქივის მიერ გამოცემული ჟურნალები და წიგნები. შსს-ს გამოფენის დათვალიერების საშუალება ნებისმიერ მსურველს მთელი დღის განმავლობაში ექნება.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)