2015-05-26 14:36:45, 357 ნახვა
საზოგადოება
ათენში ოლიმპიური ცეცხლი საქართველოს გადაეცა
საქართველოში დღეს ოლიმპიურ ცეცხლს შემოიტანენ.
საბერძნეთში, ათენში ოლიმპიური ცეცხლი უკვე აინთო და საქართველოს გადაეცა.
მანამდე, „პანათინაიკოსის“ სტადიონზე ცეცხლის ანთების ბერძნული რიტუალი გაიმართა, სადაც ცეცხლი პირველ მეჩირაღდნეს, ოლიმპიურ ჩემიპონს ლაშა შავდათუაშვილს გადაეცა. შავდათუაშვილმა ცეცხლი მეორე ქართველ მეჩირაღდგენს მარიამ ბოლქვაძეს გადასცა.
ცერემონიისას საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ჰიმნები შესრულდა.
ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში, ბათუმში სპეციალური რეისით დღეს, 20:00 საათზე ჩამოვა. ბათუმის აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. ცეცხლი საქართველოს მასშტაბით 67 მუნიციპალიტეტს მოივლის. საბოლოოდ კი, ცეცხლს თბილისში ჩამოიტანენ და ის ოლიმპიადის დასრულებამდე ენთება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან