2015-05-26 09:42:08, 339 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო დღეს რამდენიმე ღონისძიებას გამართავს
თავდაცვის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისიებას გამართავს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ პროდუქციის გამოფენას მოინახულებს.
დამოუკიდებლობის დღესასწაულზე 13:00 საათზე თავისუფლების მოედანზე სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართება. ასევე მოეწყობა სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების და აღჭურვილობის გამოფენა.
სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა დილიდან 11 ქალაქში განმოიფინება: რუსთავი, თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ამბროლაური, ახალციხე, მცხეთა და ოზურგეთი.
გარდა ამისა, 13:30 თავისუფლების მოედანზე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის კონცერტი გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან