2015-05-25 11:10:03, 385 ნახვა
საზოგადოება
26 მაისის ღონისძიებების გამო, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა.
გუშინ, 21:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალა.
მოძრაობა შეიზღუდა რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის , უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას, ლაღიძის, მესხიას ქუჩებზე.
26 მაისს 05:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო შეიზღუდება ლესელიძის, დადიანის და ლეონიძის ქუჩებზე. ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით - თაბუკაშვილის ქუჩაზე. ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს, საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან