2015-05-24 10:24:09, 324 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა ლიდერ ქალებს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საერთაშორისო ქალთა ფორუმის „ევროვუმენის“ და ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერი ქალების ოფიციალური მიღება გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა სტუმრებს და საზოგადოებაში ქალთა როლის გაზრდაზე ისაუბრა.
სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა წამოწყებას, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვის, მათი როლის გაზრდისა და გააქტიურებისაკენ იქნება მიმართული.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გაიზაროდოს ქალთა როლი საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
საერთაშორისო ქალთა ფორუმი EUROWOMAN -ი თბილისში მესამედ იმართება. ღონისძიებაში ლიდერი ქალები მონაწილეობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან