06:08 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 12:22:26, 378 ნახვა

საზოგადოება
დღეს ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღეა

22 მაისი ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღეა. 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით საქართველოს ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით „ბაღის ფრინველთა საათი“ გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

თბილისის ბოტანიკურ ბაღში მოსწავლეები ბაღის ფრინველებს დააკვირდნენ და მათთვის ნაცნობი ფრინველები სპეციალურ ბროშურებში აღრიცხეს. "ბაღის ფრინველთა საათის" კამპანია, ბოტანიკური ბაღის გარდა, საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა, რომელშიც 500-მდე სკოლის ათასობით მოსწავლე იყო ჩართული.

ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს, ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში უმასპინძლა.

მოძრაობის თეატრში  კი,  ბიომრავალფეორვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენა გაიმართება. ფოტოკონკურსში „ბიომრავალფერონება მდგრადი განვითარებისთვის“ გამარჯვებულებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი  პრიზებით დააჯილდოვებს.

დღის ბოლოს,  მოწვეული  სტუმრებისთვის მიღება  გაიმართება. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გიგლა აგულაშვილი „მოძრაობის თეატრში“ უმასპინძლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics