19:57 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 10:40:29, 640 ნახვა

სამართალი
საზღვრის უკანონო კვეთის და მიგრანტის გადაყვანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ტოფაკ ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით, ხოლო ასევე თურქეთის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ქენან დ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ზონაში თურქეთის მოქალაქე ტოფაკ ო-ს კუთვნილი ავტომანქანა „ფორდის“ დათვალიერებისას შენიშნეს, რომ ავტომანქანის სალონში ჩალაგებულ ტანსაცმელს შორის მგზავრი იყო დამალული. სამართალდამცველებმა მძღოლიც და მისი მგზავრიც შეაჩერეს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ჩატარების შედეგად დააკავეს.

გამოძიება ტოფაკ ო-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო მისი მგზავრის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics