06:49 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 12:30:42, 369 ნახვა

საზოგადოება
ანასეულში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში მაისის ბოლოს ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნება, - მშენებარე ქარხანას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდა.

განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 971 961 აშშ დოლარია, საიდანაც 388 784 აშშ დოლარი სახელმწიფო თანადაფინანსება, ხოლო 485 982 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. ქარხანაში უკვე დამონტაჟებულია შესაბამისი დანადგარები და სამუშაოების დასრულების შემდეგ 20-მდე ადამიანი დასაქმდება.

საწარმო პირველ წელს 1 000 ტონამდე ხილის გადამუშავებას გეგმავს, ხოლო მომდევნო წლებში, გადასამუშავებელი ნედლეულის მოცულობა 3 000 ტონას მიაღწევს. ხილის გადამუშავების შედეგად მიიღება ხილფაფის წარმოება, რომელსაც სპირტიანი სასმელების საწარმოებლად გამოიყენებენ.
ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო შპს „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკას“ ეკუთვნის, რომელიც ამავე ტერიტორიაზე ექსპერიმენტულ ჩაის ქარხანას ფლობს. საწარმო სეზონზე 200 ტონამდე დაუფასოებელ ჩაის აწარმოებს და პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. ქარხანაში დასაქმებულია 24 ადამიანი, ხოლო სეზონზე, ჩაის პლანტაციებში 100-მდე ადგილობრივი იმუშავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics