16:06 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 11:23:54, 522 ნახვა

სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ რეგიონალური განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული სავაშ ე. პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმრო „დენიზი“-ს და აღნიშნული სასტუმროს მეორე სართულზე მდებარე რესტორნის ფართებს გარკვებული თანხის სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისათვის გადასცემდა. ასევე დადგინდა, რომ სავაშ ე-ს სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის ქალბატონები პროსტიტუციისთვის საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავდა. სამართალდამცველებმა სასტუმროსა და რესტორანში მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics