13:30 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 16:33:51, 945 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა

„მომავალ წელს თავდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცება და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ ნიკოლაი იონელ ჩიუკასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლევან იზორიასა და გენერალ ნიკოლაი იონელ ჩიუკას შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, სწორედ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი იყო.

თავდაცვის მინისტრმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში რუმინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

მისი განცხადებით, ამ და თანამშრომლობის სხვა საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში რუმინეთში მაღალი დონის ვიზიტიც იგეგმება.

მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობისა და მრავალეროვნულ სწავლებებში რუმინელი სამხედროების მონაწილეობის საკითხები, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმაც განიხილეს. 

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი, რადუ ლივიუ ჰორუმბა, რუმინეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ვალერიკა პიროშა და რუმინეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

გენერალი ნიკოლაი იონელ ჩიუკა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და მას ქართველი კოლეგა, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მასპინძლობს.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics