10:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 13:52:00, 1208 ნახვა

სამხედრო
SNGP-ის მრჩეველი, მაიორი ტოლგა კიპი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ სახელობის მედლით დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის მრჩეველი მაიორი ტოლგა კიპი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ სახელობის მედლით დააჯილდოვა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა მაიორ ტოლგა კიპს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილის, ასევე ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

SNGP-ის სამხედრო პოლიციის ინიციატივის თურქი მრჩეველი საქართველოში საკუთარ მისიას თებერვლიდან ასრულებდა. მას მისი კოლეგა მაიორი იბრაჰიმ პოლატი შეცვლის.

ღონისძიებას SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი კაპიტანი (საზღვაო) შტეფან ანიქოფერი, საერთაშორისო მრჩევლები, ასევე თავდაცვის უწყების საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა და სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics