2017-10-28 10:01:18, 1195 ნახვა
რეგიონი
მინდელის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ განცხადებაშია აღნიშნული.
კომპანია მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს:
„ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშაოების დროს, რაც ნახშირის მოპოვებით სამუშაოების უძღვის წინ, ჩამოიშალა სამთო მასა. გარდაცვლილია მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე. მეშახტე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით. თანავუგრძნობთ ოჯახს, მეგობრებსა და ჩვენი კომპანიის თითოეულ წევრს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა).
ავტორი: ,