13:57 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 17:49:33, 2586 ნახვა

Lifestyle
არქიმანდრიტი ბართლომე: ადამიანები, რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინა ივანიშვილს, ხელ მოცარული კუდიანები ხართ

 „ადამიანები რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინას და ვენოკებით დადიხართ ხელ მოცარული კუდიანები ხართ“, - ამის შესახებ არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს გუშინ, ჭორვილაში შეხვდა და ის თავს ძალიან კარგად გრძნობს.

„იძულებული ვარ დავწერო. გუშინ გახლდით საჩხერეში, კერძოდ ჭორვილაში ციცინო ბებოს მოსანახულებლად, ბატონი ბიძინაც იქ გახლდათ. ერთად ვისადილეთ, ჯანმრთელია და არაჩვეულებრივად გამოიყურება მტრების ჯინაზე. მინდა სულით ავადმყოფებს და პოტენციურ მკვლელებს ვუთხრა, დაწყნარდით საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქრეთ. ადამიანები რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინას და ვენოკებით დადიხართ ხელ მოცარული კუდიანები ხართ. უფალმა მოგკითხოთ და მოგაგოთ თქვენი სიმართლისამებრ“, - წერს არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალიშვილი.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იგი სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფება. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics