17:42 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 14:27:45, 646 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის უწყება უანგარო დონაციის აქციას შეუერთდა

როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფის 40-მდე სამხედრო მოსამსახურემ  სისხლის გადასხმის საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა  მიიღო. 

უწყების ინფორმაციით, ჯარისკაცების მიერ გაღებული სისხლის რეზერვი, საჭიროებისამებრ, სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებს მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და სამედიცინო წესების სრული დაცვით წარიმართა.

მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი პერიოდულად მონაწილეობს.

სისხლის დონაციის აქციას სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი რევაზ კუჭუხიძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამხედრო ჰოსპიტალი უახლოეს მომავალში პროექტის - „აჩუქე სისხლი - აჩუქე სიცოცხლე“ განხორციელებას გეგმავს. 

პროექტის მიზანს უანგარო დონაციის კულტურის დანერგვა და დონორების წახალისება წარმოადგენს.
 პროექტში მონაწილე დონორები სამხედრო ჰოსპიტალში პრივილეგიებით ისარგებლებენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics