11:56 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 17:29:15, 1693 ნახვა

საზოგადოება სამხედრო
უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი მეორე მოდულით გრძელდება

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი მეორე მოდულით გრძელდება. 

მოდულის თემა „ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის სამართლებრივი საფუძვლებია“ და მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვეფხვია გრიგალაშვილი გაუძღვა.

უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებმა ეროვნული უსაფრთხოების კონსტიტუციურ საფუძველზე, რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოსა და მისი პოლიტიკური დაგეგმვის სამართლებრივ ასპექტებზე იმსჯელეს.

მსმენელებმა სამართლებრივი აქტები მიმოიხილეს და საკანონმდებლო ცვლილებებს გაეცნენ. სემინარზე საუბარი კანონებში არსობრივ წინააღმდეგობას, ასევე პრობლემების იდენტიფიცირების საკითხებს შეეხო.

უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულებს, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ და დისტანციური სწავლების მოდულებს მოიცავს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics