08:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 18:13:52, 349 ნახვა

საზოგადოება
სოფელ სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ პრეზენტაცია გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უშუალო მხარდაჭერით  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომდგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომდგენლებმა ახალგაზრდებს წარუდგინეს პროგრამა, რომლის მთავარი მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობის პოპულარიზაცია, მოხალისეობის გარშემო დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპების დანგრევა, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია.

პროგრამის განხორციელებას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ათ რეგიონში კონკურსის საფუძველზე  შეირჩა ათი რეგიონული ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოხალისეების შერჩევას და  კოორდინირებას.

პროგრამის ფარგლებში  საქართველოს 67 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 134 მოტივირებული მოხალისე–2 მოხალისე თითო მუნიცილაპიტეტიდან.  შერჩეული ახალგაზრდები ერთი წლის ვადით მიიღებენ „საქართველოს მოხალისის" სტატუსს.

ცნობისთვის, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა, მუნიციპალიტეტების მიხედვით, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 25 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით  საიტზე www.mokhalise.ge/ 

შერჩეული ახალგაზრდები 6- დან 10 მაისის ჩათვლით დაბა ბაკურიანში  გაივლიან ტრენინგს და მიიღებენ „საქართველოს მოხალისის" სტატუსს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics