12:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 15:23:11, 335 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის საკრებულოსთან დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

დედაქალაქის მერის გადადგომის მოთხოვნით, თბილისის საკრებულოსთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია  აქციას მართავს. დავით ნარმანიას ამწუთებში საკრებულოს სხდომაზე უსმენენ. საკრებულოსთან შეკრებილებმა მერს ხმაურიანი დახვედრა მოუწყვეს და საარჩევნო დაპირებები შეახსენეს.

ადგილზე მივიდნენ პარტიზანი მებაღეებიც, რომლებმაც  მოჭრილი ნაძვის ტოტები მიიტანეს. მათი თქმით, ბოლო 2 დღის განმავლობაში, იპოდრომის ტერიტორიაზე ხეები ინტენსიურად იჩეხება. საკრებულოში შესვლამდე დავით ნარმანიამ აქციის მონაწილეების შეკითხვებს არ უპასუხა და მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა:

"დანაპირებზე საუბარი მექნება საკრებულოს სხდომაზე და 1 მილიონი ხე დაირგვება აუცილებლად",-აღნიშნა  დავით ნარმანიამ.

"ხეები, რომლებიც ჩვენ აქ გვაქვს,  გახლავთ იპოდრომიდან მოტანილი. ისინი 2 დღის განმავლობაში გაიჩეხა.  ეს არის  40-50 წლოვანი ხეები.მერია მილიონი ხის დარგვას დაგვპირდა და ჯერჯერობით მილიონ ხეს მხოლოდ ჭრიან",-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
თბილისის საკრებულოსთან აქციის მონაწილეები ამ დრომდე რჩებიან. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics