2017-04-07 19:21:33, 2362 ნახვა
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: ამ გლოვის დროს შვედი ხალხის გვერდით ვდგავართ
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სტოკჰოლმში მომხდარ სავარაუდო ტერაქტს გამოეხმაურა.
როგორც სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შვედი ხალხის გვერდით დგას.
"საშინელი ამბებია სტოკჰოლმში. ჩემი გულრწფელი მწუხარება, მათ ვინც დაზარალდა. ჩვენ ვდგავართ შვედი ხალხის გვერდით, ამ გლოვის დროს", - წერს სტოლტენბერგი.
შეგახსენებთ, რომ სტოკჰოლმში სატვირთო მანქანა ქალაის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა. ქვეყნის პრემიერმა აღნიშნულ ინციდენტს ტერაქტი უწოდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი უკვე დააკავეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან