2017-04-07 18:15:09, 2637 ნახვა
მსოფლიო
შვედეთის პრემიერმა სტოკჰოლმში მომხდარ ინციდენტს ტერაქტი უწოდა - დაკავებულია ერთი ადამიანი
შვედეთის პრემიერ-მინისტრის სტევან ლოვენის განცხადებით, სტოკჰოლმში მომხდარი ინციდენტის დეტალები იმაზე მეტყველებს, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო, - ამის შესახებ The Telegraph-ი იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სატვირთო მანქანა, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ხალხში შევარდა, გატაცებული იყო.
სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.
როგორც The Telegraph-ი წერს, მომხდართან დაკავშირებით ერთი ადამიანია დაკავებული.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სტოკჰოლმის ცენტრალურ უბანში სატვირთო ავტომობილი ხალხს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან