14:49 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 17:17:39, 357 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: იარაღის კანონიერად შეძენის წესები უნდა გამკაცრდეს

იუსტიციის მინისტრი  თეა წულუკიანი პარლამენტს მოუწოდებს, „იარაღის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.
მან ეს განცხადება პოლიციელის  მკვლელობასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი იარაღის კანონიერად შეძენას გაართულებს, რაც დანაშაულთან ბრძოლის ერთ–ერთი მექანიზმი იქნება.  
 „ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია იარაღის უკანონო ტარება, შენახვა, შეძენა და გამოყენება, მაგრამ ასევე კანონიერად შეძენის წესები უნდა გამკაცრდეს. მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პარლამენტს, რომ დააჩქარონ იმ კანონის მიღება, რომელიც აძნელებს კანონიერ წვდომას იარაღზე. ჩვენ ეს უნდა ვაქციოთ დანაშაულთან ბრძოლის ერთ–ერთ რიგით, მაგრამ მნიშვნელოვან მექანიზმად“, – აღნიშნა წულუკიანმა. 
 შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics