2017-04-06 12:01:40, 2387 ნახვა
მსოფლიო
დონის როსტოვში აფეთქება მოხდა - დაშავდა ერთი ადამიანი
დონის როსტოვში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
დაშავებულმა მამაკაცმა მძიმე სახის დაზიანებები მიიღო.
წინასწარი ინფორმაციით, მოწყობილობა ხელნაკეთი ბომბი იყო, რომელიც ფანარში იყო დამონტაჟებული.
"დილით ადრე, მამაკაცმა უცნაური ჩანთა შენიშნა და მისი შიგთავსით დაინტერესდა. ერთ-ერთი ნივთი კი ფანარი იყო. ხელნაკეთი ბომბი ფანარის ჩართვის შემდეგ ამოქმედდა", - აცხადებს სანდრო წყარო მედიასთან საუბარში.
აფეთქების დროს სკოლაში სასწავლო პროცესი დაწყებული არ იყო.
ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან