2017-04-05 23:12:20, 2649 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: სირიაში უდანაშაულო ადამიანების გარდაცვალება კაცობრიობის გათელვაა
აშშ და მოკავშირეები „ისლამურ სახელმწიფოს“ გაანადგურებენ და ცივილიზაციას დაიცავენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა იორდანიის მეფე აბდულასთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მომხდარზე პასუხისმგებლობა სირიის ლიდერს, ბაშარ ალ ასადს ეკისრება. მისივე თქმით, შეუძლებელია ასეთი საშინელი ქმედებების ატანა.
„ეს იყო საშინელი ქიმიური თავდასხმა სირიაში უდანაშაულო ხალხის - ქალების, პატარა უმშვენიერესი ბავშვების წინააღმდეგ. მათი გარდაცვალება კაცობრიობის გათელვაა“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან