2017-04-04 16:06:21, 2389 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი: პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის წარმოჩენა, როგორც სირიის გამო რუსეთზე შურისძიება, ცინიკურია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, პეტერბურგის ტერაქტი სირიის გამო, რუსეთზე შურისძიება იყო, ცინიკურს უწოდებს, - ამის შესახებ Tass-ი იუწყება.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, მსგავსი მოსაზრება პენტაგონშიც არსებობს, რაც მისივე თქმით, სამწუხაროა.
„ზოგიერთი მედიასაშუალების მსჯელობა, რომ ტერაქტი იყო სირიის გამო შურისძიება რუსეთზე, ცინიკურია. სამწუხაროა, რომ ეს არ არის უბრალოდ, მედიის მოგონილი ამბავი, არამედ, მსგავსი მოსაზრებები აქვს ზოგიერთ მოღვაწეს, პენტაგონის წარმომადგენლების ჩათვლით“, - განაცხადა მინისტრმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან