10:00 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 16:52:41, 2185 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი მეტროში აფეთქებას გამოეხმაურა - „განვიხილავ ყველა ვერსიას, მათ შორის ტერაქტს“

სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურის აფეთქებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე გამოეხმაურა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერი ქალაქ სანქტ-პეტერბურგში სამუშაო ვიზიტით არის ჩასული. პუტინი კულტურულ დედაქალაქში მის ბელარუს კოლეგას ალექსანდრე ლუკოშენკოს ხვდებოდა.

ვლადიმერ პუტინი მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის დირექტორს უკვე შეხვდა. მან დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებს და ახკლობლებს სამძიმარი გამოუცხდა.

პუტინის განცხადებით აფეთქებასთან დაკავშირებიტ განიხილავს ყველა ვერსიას, მათ შორის ტერაქტს.

"უკვე ვესაუბრე ყველა შესაბამის უწყებას. ისინი აფეთქების მიზეზებს ადგენენ და ეცდებიან უმოკლეს ვადებშიმეტი დეტალი გაარკვიონ", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მან ასევე დასძინა, რომ დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახებს დახმარებას გაუწევენ.

შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულტა შორის არიან ბავშვები. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics