10:16 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 19:47:09, 413 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: პარლამენტში „იარაღის შესახებ“ კანონპროექტი ჰაერშია გამოკიდებული

„ჩვენ კანონების გამკაცრებით რა თქმა უნდა შეგვიძლია დანაშაულს ვებრძოლოთ, მაგრამ  ეს არ კმარა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პატრულის თანამშრომელის მოკვლასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისივე შეფასებით, აუცილებელია დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიებს გადაეხედოს. 
ამასთან, მინისტრმა პარლამენტს მოუწოდა, რომ „იარაღის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაასრულოს. 

„მინდა პირველ რიგში იმ ტრაგედიას გამოვეხმაურო, რომელიც დასრულდა  პოლიციელის სიკვდილით. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და მე ვიცი, რომ არც ერთი  პოლიციელის, ძალოვანის, საზოგადოების წევრის გულში მისი ხსოვნა დავიწყებული არ იქნება. ჩვენ კანონების გამკაცრებით რა თქმა უნდა შეგვიძლია ვებრძოლოთ დანაშაულს, მაგრამ ეს არ კმარა. ამ ტრაგედიის შემდეგ გამიკვირდა, რომ დღემდე პარლამენტში „იარაღის შესახებ“  გამკაცრებაზე კანონის პროექტი ჰაერშია გამოკიდებული. ალბათ დროა, რომ იარაღთან დაკავშირებით ის წესები გამკაცრდეს,  რისი შემოთავაზებაც ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ უნდა გადავხედოთ რა თქმა უნდა დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიებს, ოღონდ ისე, რომ არ დაგვავიწყდეს ადამიანის უფლებები , რათა საქართველო არასდროს არ დაუბრუნდეს ნულოვანი ტოლერანტობის კულტურას“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

ცნობისთვის, გუშინ შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია პოლიციელის გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიციელის უფლებამოსილებების გასაზრდელად კანონპროექტი უნდა მომზადდეს. 

შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ცნობისთვის, გუშინ შემთხვევის ადგილას სპეცოპერაცია განხორციელდა, სადაც სამართალდამცველებმა გარდაცვლილი პოლიციელის სავარაუდო მკვლელის პირად ნივთებს მიაგნეს. მოგვიანებით, პროკურატურამ პოლიციელის მკვლელობის ჩამდენი პირის ფოტო გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics