2017-03-29 18:35:53, 2756 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობასთან სროლა იყო - ბრალდებული დაკავებულია
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კაპიტოლიუმის შენობასთან სროლაა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც ერთ-ერთი მძღოლი პოლიციის მანქანას დაეჯახა.
ადგილბრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ქუჩებიდან ხალხი გაწმინდა. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ქუჩაში არ გავიდნენ.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. როგორც ირკვევა, ბრალდებული ქალია.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან