06:03 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 16:57:04, 2916 ნახვა

მსოფლიო
სსრკ-ში დაბადებულებს რუსეთის მოქალაქის სტატუსის მიღება გაუმარტივდებათ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, რუსული ენის მცოდნე პირებს მოქალაქეობის მიღება გაუადვილდებათ, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის დუმაში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სსრკ-ში დაბადებულ ყველა ადამიანს და მათ შთამომავლებს რუსული პასპორტის გამარტივებული წესით აღება შეეძლებათ.

მედიის ცნობით, კანონპროექტი რუსეთის სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა წარადგინა. მისი ერთ-ერთი ავტორი ნატალია პოკლონსკაიაა.

დოკუმენტი "რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ" და "უცხოელ მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ" 2002 წლის კანონებში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ხსენებული საკითხი ვლადიმერ პუტინის თხოვნით განვითარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics