09:20 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-18 14:48:19, 2784 ნახვა

მსოფლიო
პარიზში, „ორლის“ აეროპორტში უცნობი პირი სამხედრო პატრულს თავს დაესხა

პარიზში, „ორლის“ აეროპორტში უცნობი პირი სამხედრო პატრულს თავს დაესხა.

როგორც BBC წერს, თავდამსხმელი პოლიციელისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც მას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ესროლა. თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარის გამო ორლის აეროპორტი დაიხურა, რადგან უსაფრთხოების სამსახურის თქმით, შემთხვევა მგზავრებისთვის ექსტრემალურად საშიში იყო.

ზოგიერთი ფრანგული მედიასაშუალება წერს, რომ მამაკაცი მანამდე, პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარ სროლაში მონაწილეობდა. 

მართალია, გარდაცვლილს ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოაჩნდა, თუმცა პარიზის აეროპორტში სპეცოპერაცია ახლაც მიმდინარეობს, რადგან სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, სადმე ბომბი იყოს დამონტაჟებული.

ორლის აეროპორტი პარიზის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და დედაქალაქის მეორე უდიდესი აეროპორტია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics