09:03 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 16:06:43, 3060 ნახვა

მსოფლიო
რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ჰოლანდიას „ბანანის რესპუბლიკა“ უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ჰოლანდიას ბანანის რესპუბლიკა უწოდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორ ერდოღანმა აღნიშნა, ოფიციალური ამსტერდამი ქვეყანაში თურქი მინისტრების შეუშვებლობის გამო საფასურს გადაიხდის.

"ევროპამ რამე შეიცხადა? არა. რატომ? იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს არ კბენენ. ნიდერლანდები ბანანის რესპუბლიკასავით იქცევა", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ამსტერდამთან დაკავშირებით ზომები გაამკაცრონ.

შეგახსენებთ, რომ საქმე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, აჰმეტ ჩავუშოღლულსა და ოჯახის საქმეთა და სოციალური პოლიტიკის მინისტრს ფატმა ბეტიულ საია კაიას ეხება. ჰოლანდიის ხელისუფლებამ მათ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა, როცა ისინი ნიდერლანდებში მცხოვრებ თურქებთან დაგეგმილი რეფედენდუმის საკითხზე შეხვედრას აპირებდნენ. ოფიციალურმა ანკარამ მომხდარის გამო ამსტერდამისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, თუმცა ჰოლანდიის ხელისუფლება ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ჰოლანდიამდე თურქულ დიასპორასთან შეხვედრაზე უარი ოფიციალური ანკარის წარმომადგენლებს გერმანიამ, ავსტრიამ და შვედეთმაც უთხრეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics