|
2017-03-01 13:35:06, 853 ნახვა
რეგიონი
სენაკში დაკარგული ბავშვის ახლობლებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს
სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ახლობლებმა ზუგდიდი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. დაკარგული მოზარდის ახლობლები სამძებრო ოპერაციაში დამატებითი ძალების ჩართვას ითხოვენ. შეგახსენებთ, მდინარე ტეხურში ერთი კვირის წინ დაკარგულ 8 წლის ბიჭს ეძებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც სამძებრო-სამაშველო სამსახური, ისე სამხარეო პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლება. მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და აშკარა გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)