2017-02-16 19:30:37, 2839 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში აფეთქების შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა, 56 კი მძიმედ დაშავდა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 56 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნეს უმეტესად შიიტურ ალ-ბაიას რაიონში მდებარე ავტომანქანების ბაზრობა წარმოადგენდა, რომელიც აფეთქების მომენტში ხალხით იყო სავსე.
მედიის ცნობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
შეგახსენებთ, რომ ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მესამე აფეთქებაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან