04:11 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 18:19:27, 396 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ფრანს ტიმერმანს შეხვდა.

შეხვედრას საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს. ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 2015 წლის რიგის სამიტის მნიშვნელობასა და ამ კონტექსტში საქართველოს მთავრობის მოლოდინებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ და ტიმერმანსს სთხოვა ევროკომისიის ანგარიშის დაჩქარებული პროცედურით მიღების საკითხში მხარდაჭერა.

„აღსანიშნავია, რომ საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დასკვნით ეტაპზე იმყოფება. მ.წ. დეკემბრიდან საქართველოში განხორციელდა შემფასებელი მისიების ვიზიტები, რომლის საფუძველზეც მომზადდება ევროკომისიის ანგარიში. საქართველოს ხელისუფლების მოლოდინია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 2015 წლის მაისში დაგეგმილი რიგის სამიტზე შეასაბამისი რეფორების წარმატების სრულყოფილი აღიარება და   ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics