2017-01-28 22:54:43, 3397 ნახვა
მსოფლიო
ტრამპსა და პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ფედერაციის პირველ პირ ვლადიმირ პუტინს შორის, ინაუგურაციის შემდგომ, პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.
არსებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის ზარი 50 წუთს გაგრძელდა, თუმცა, შინაარსი ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო ზარი აშშ-რუსეთის ურთიერთობის ერთგვარი გადატვირთვის დასაწყისად განიხილება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან