00:40 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 18:38:46, 2643 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის მრჩეველმა მედია საშუალებებს მოუწოდა, „ხმა გაიკმინდონ“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავარმა სტრატეგიულმა მრჩეველმა სტივენ ბენონმა ქვეყანაში არსებულ ძირითად მედია საშუალებებს „ოპოზიციური პარტიები“ უწოდა და მოუწოდა „ენა გაიკმინდონ“.

New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბენონმა აღნიშნა, რომ მედია საშუალებებმა „სირცხვილი ჭამეს“ როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპის გამარჯვება ვერ იწინასწარმეტყველეს და მხარს დემოკრატ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს უჭერდნენ.

„მედია საშუალებები სირცხვილსა და დამცირებას უნდა გრძნობდნენ. ასევე "ენა გაიკმინდონ" და უბრალოდ სხვებს მოუსმინონ. ჩვენთან მედია - ოპოზიციური პარტიაა. არა დემოკრატიული პარტიაა. მათ ამ ქვეყნის არ ესმით და დღემდე ვერ ხვდებიან, თუ რატომ გახდა დონალდ ტრამპი პრეზიდენტი“, - განაცხადა ბენონმა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს 62 წლის სტივენ ბენონი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. 2016 წლის ნოემბერში ის მთავარ მრჩეველად დაინიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics