2017-01-24 12:56:26, 2588 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა მაიკ პომპეო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსის პოსტზე დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა კანზასის შტატის კონგრესმენი, მაიკ პომპეო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაამტკიცა, - ამის შესახებ Reuters უწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მის კანდიდატურას მხარი 66-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 32 სენატორი მისი დანიშნვის წინააღმდეგი იყო. წინააღმდეგი სენატორების უმრავლესობა - დემოკრატები იყვნენ. მიღებული ხმების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო იმისთვის, რომ ახალ თანამდებობაზე წწარმოდგენილი კანდიდატი დანიშნულიყო.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაიკ პომპეო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მომავალ ხელმძღვანელად 18 ნოემბერს აირჩია. ღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი აშშ-ის ლიდერს არ დააკონკრეტებია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან