2017-01-23 18:33:05, 1997 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რომან გოცირიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას მშვიდად მიიღებს
საპარლამენტო უმცირესობის წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
„თუ მან თქვა, რომ არ იქნება, ე.ი. მოგვიწევს ახალი გენერალური მდივნის არჩევა. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
კითხვაზე, მერაბიშვილის ეს გადაწყვეტილება, ხომ არ გამოიწვევს „ნაციონალური მოძრაობიდან“ სხვა წევრების გასვლას, გოცირიძემ უპასუხა, რომ ასე არ ფიქრობს:
"არ მგონია, პარტია მიიღებს მის გადაწყვეტილებას მშვიდად, პატივს სცემს მას, ვინაიდან მან გააკეთა არჩევანი, რომლის გადახედვის უფლება არ გვაქვს ჩვენ“,-განმარტა გოცირიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან