2017-01-21 13:53:00, 2625 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 40 კი, მძიმედ დაშავდა
პაკისტანის ქალაქ პარაჩინარიში მდებარე მაღაზიაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 40 კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, შენობაში აფეთქების დროს ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. სამართალდამცველების თქმით, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ასევე, უცნობია რა გახდა აფეთქების მიზეზი. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
ცნობისთვის, ტერიტორია სადაც აფეთქება მოხდა, ხშირად ხდება სუნიტური და შიიტური ისლამისტების სამიზნე და საბრძოლო ველი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან