2017-01-21 12:28:37, 2375 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში სასკოლო ავტობუსის ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 39 კი, დაშავდა
იტალიაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 39 კი, დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავტობუსი რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ქალაქ ვერონასთან ახლოს, ელექტროგადამცემს შეეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსწავლეების ნაწილი, რომელთა შორის, 14-დან 18 წლამდე ასაკის ბიჭები იყვნენ, შეჯახების შემდეგ ავტომობილიდან გადმოცვივდნენ, ნაწილი კი ალმოდებულ ავტობუსში ჩარჩა.
დაშავებული მოზარდები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან