2017-01-08 16:22:54, 2961 ნახვა
მსოფლიო
Reuters: იერუსალიმში მომხდარ ტერაქტს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 15-მდე კი დაშავდა
იერუსალიმის ცენტრში, ძველი ქალაქის კედლებთან სატვირტო ავტომობილი ხალხში შეიჭრა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 15 კი მძიმედ დაშავდა - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 25 წლამდე ასაკის, 3 ქალი და 1 მამაკაცია.
ამასთან, სხვა სააგენტოები ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.
როგორც BBC-ი წერს, ინციდენტის შედეგად 3 ჯარისკაცი დაიღუპა, სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ეს ტერაქტი იყო.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ სატვირთოს მძღოლს ცეცხლი გაუხსნა. მძღოლი სავარაუდოდ გარდაცვლილია. წინასწარი ცნობით, მძღოლი პალესტინელია, თუმცა მისი ვინაობას არ ავრცელებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან