2017-01-08 11:55:59, 2865 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში ნავთობის გაძვირების გამო გამართულ აქციებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
მექსიკის დედაქალაქ მეჰიკოში, ბენზინის ფასების 20%-ით ზრდის გამო ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, გაძვირებული ფასები ძალაში 1-ლი იანვრიდან შევიდა. ამასთან, რეგიონებში გამართული აქციები მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა.
ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ასობით მაღაზია და ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს, რის გამოც 1500-ზე მეტი მოქალაქეა დაკავებული.
ცნობისთვის, მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ მოსახლეობას მოუწოდა, ბენზინის ფასების ზრდის ფაქტს გაგებით მოეკიდოს. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი გარდაუვალია და ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდის შედეგია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან