18:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-07 02:05:46, 1832 ნახვა

კომენტარი Lifestyle
ბაქრაძე: გიგი უგულავას პოლიტიკაში დაბრუნება ივანიშვილის რეჟიმის დასრულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ყოფილ მერ გიგი უგულავას გათავისუფლებას გამოეხმაურა და საპატიმროდან გამოსვლა მიულოცა, - ამის შესახებ დავით ბაქრაძე სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, გიგი უგულავას პოლიტიკაში დაბრუნება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გადარჩენისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

"გიგი უგულავას ვულოცავ თავისუფლებას! ვულოცავ მის ოჯახს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს ვულოცავ გიგის ციხის კედლების დატოვებას, სადაც მან, როგორც პოლიტპატიმარმა, ორნახევარი წელიწადი გაატარა. მისი გათავისუფლება იმ პროცესის დასაწყისი უნდა გახდეს, როდესაც საპატიმროს ყველა პოლიტპატიმარი დატოვებს. პოლიტპატიმრების არსებობა საქართველოში ვნებს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ მთლიანად ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს.

საქართველო თავისი განვითარების ურთულეს ეტაპზე იმყოფება. გიგი უგულავას აქტიური დაბრუნება პოლიტიკაში საქართველოს დემოკრატიული მომავლის გადარჩენისათვის და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის წარმატებით დასრულებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს მეგობარს თავისუფლებას და ვუსურვებ გამარჯვებებს ჩვენს საერთო ბრძოლაში!", - წერს ბაქრაძე.

ცნობისთვის, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics