08:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-05 14:33:12, 2473 ნახვა

მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრება, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც სენატორმა განაცხადა, ის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების აუცილებლობას ხედავს და დასძინა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიში საპრეზიდნეტო არჩევნების ჩატარებას ნათელს მოჰფენს.

"სანქციები იქნება, ბატონო ტრამპ. ჰაკერებმა დემოკრატიული პარტიისთვის არასასიამოვნო მასალები გაავრცელეს. ამ ყველაფერმა ჰილარი კლინტონის პოზიციებზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია. თუმცა, მომავალ აღცევნებზე შესაძლოა მსგავსი კიბერდანაშაული, ირანისა და ჩინეთის მხრიდან რესპუბლიკურმა პარტიამ განიცადოს", - აღნიშნა გრემმა.

ამასთან, სენატორის თქმით, ის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მაღალჩინოსნებს მხარს არ დაუჭერს იქამდე, სანამ ისინი რუსეთის მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევას არ აღიარებენ.

ლინდსი გრემმა ხაზი ასევე, ნავთობ კომპანია Exxon Mobil -ის მფლობელ რექსს ტილერსონსაც გაუსვა, რომელიც დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა. გრემის ინფორმაციით, ბიზნესმენი რუსეთთან საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს და ჟურნალისტებმი მას ვლადიმერ პუტინის მეგობარს უწოდებენ.

ცნობისთვის, აშშ-ის სადაზვერვო სამსახური 6 იანვარს ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ანგარიშს წარუდგენს, რომელიც რუსი ჰაკერების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ეხება. წინასწარი ინფორმაციით, ანგარიშს წარდგენამდე ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა გაეცნობა.

აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამა რუსული მხარის არჩევნებში ჩარევას არ გამორიცხავს და პირიქით აღნიშნავს, რომ მსგავსი განკარგულება ჰაკერებს უშუალოდ ვლადიმერ პუტინმა მისცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics