20:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 17:52:33, 3123 ნახვა

მსოფლიო
ტილერსონი, რომელსაც „პუტინის მეგობრად“ მოიხსენიებენ, ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე უმსხვილესი ნავთობკომპანია ExxonMobil-ის ხელმძღვანელი რექს ტილერსონი წარადგინა, - ამის შესახებ დონალდ ტრამპის შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში წერია, ტილერსონმა, დონალდ ტრამპის ჩანაფიქრით, რეგიონში სტაბილურობა უნდა გაამყაროს და ყურადღება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე გაამახვილოს.

"მისი შეუპოვრობა, ფართო გამოცდილება და გეოპოლიტიკის სიღრმისეული გაგება მას აძლევს პრივილეგიას სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე იყოს დანიშნული“, - ნათქვამია ტრამპის გუნდის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდედობაზე წარდგენილ რექს ტილერსონს „პუტინის მეგობრად“ მოიხსენიებენ. 2013 წელს ტილერსონი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, კანდიდატურა, რომელიც დონალდ ტრამპა წარადგინა, აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს. ანალიტიკოსების ვარაუდით, ტილერსონის რუსეთთან მეგობრული და ახლო ურთიერთობის გამო, შესაძლოა, სენატორების ნაწილმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics