19:21 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 15:18:40, 1265 ნახვა

სამხედრო
გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნატოს სამხედრო წარმომადგენლობა მიიღო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ნატოს სამხედრო პარტნიორობის დირექტორატის შტაბის უფროსის მოადგილეს, გენერალ-მაიორ ოდ ეგილ პედერსენს შეხვდა.  

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის სფეროში  ნატოს მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

როგორც გენერალმა ჩაჩიბაიამ აღნიშნა, უწყებაში მიმდინარე რეფორმები თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. საუბარი ასევე, შეეხო ნატო-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლებებს. გენერალური შტაბის უფროსმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება „ნატო-საქართველოს სწავლება 2016-ზე“, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების (JTEC) ცენტრში ნოემბერში ჩატარდა.  

მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ მიმართულებებზეც ისაუბრეს. აღინიშნა, წვრთნისა და შეფასების (JTEC) ერთობლივი ცენტრის მნიშვნელობა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, რომელიც მომავალში რეგიონულ მასშტაბებსაც შეიძენს.  

გენერალურ შტაბში გამართულ ოფიციალურ შეხვედრას  გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავაც დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ოდ ეგილ პიტერსენი წვრთნისა და შეფასების (JTEC) ცენტრს და ნატოს სამეკავშირეო ოფისსაც მოინახულებს. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics