19:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 12:18:29, 2311 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელმა გერმანიაში ფარანჯისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყანაში ფარანჯისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქ ესენში "ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მერკელმა აღნიშნა, რომ ამგვარი მუსლიმური ტანსაცმლის ტარება ყველგან უნდა აიკრძალოს, სადაც ეს სამართლებრივი თვალსაზრისითაა შესაძლებელი.

"ეს ჩვენი არ არის", - განაცხადა მერკელმა.

მანვე განმარტა, რომ გერმანიაში ადამიანებს შორის კომუნიკაციის დროს სახის ჩვენებაა მიღებული.

"ამიტომ ჩვენთან არ არის მიღებული ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც სახესა და სხეულს ფარავს", - განაცხადა კანცლერმა.

მისივე თქმით, ფარანჯის ტარება უნდა აიკრძალოს სკოლებში, სასამართლო შენობებში და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში. 

ანგელა მერკელმა ასევე გაიხსენა თავისი ვალდებულებები, არ დაუშვას ქვეყანში 2015 წლის შემოდგომას შექმნილი ვითარების გამეორება, როდესაც გერმანიაში ასობით ათასი არალეგალი მიგრანტი ჩავიდა.

"ეს იყო და რჩება ჩემს პოლიტიკურ ამოცანად. ამ საკითხზე ჩვენ მრავალი თვის განმავლობაში  ვმუშაობთ", - განაცხადა მერკელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics