|
2016-12-02 13:25:33, 2427 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა რუსეთთან გაზსადენის მშენებლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
თურქეთის საკანონმდებლო ორგანომ რუსეთთან გაზსადენის “თურქული ნაკადის” მშენებლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Haber Turk-ი ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, კანონპროექტს სხდომაზე მყოფი 223 დეპუტატიდან 210-მა დაუჭირა მხარი, 7-მა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა, 6-მა კი თავი შეიკავა. ცნობისთვის, 29 ნოემბერს შეთახმება თურქეთის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომისიამ დაამტკიცა. 6 დეკმებერს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი მოსკოვში ჩავა, რა დროსაც ორმხრივი ურთიერთობების საკითხს განიხილავს. "თურქული ნაკადი" პროექტ "სამხრეთის ნაკადის" შემცვლელად მოიაზრება, რომელიც ევროკავშირმა დაბლოკა. შეგახსენებთ, რომ "თურქული ნაკადის" პროექტზე მუშაობა 2015 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუარესების გამო შეწყდა. ამასთან, როგორც "გაზპრომში" აცხადებენ, "თურქული ნაკადი" რუსული გაზის ევროპაში მიწოდების ერთადერთი მარშრუტი უნდა გახდეს, რაც უკრაინის გავლით ტრანზიტის რისკებს შეამცირებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)