16:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 11:39:23, 2218 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინტერნეტში შეურაცხყოფა დასჯადი გახდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინტერნეტში შეურაცხყოფა სისხლის სამართლით დასჯადი გახდა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

მედიის ცნობით, აზერბაიჯანის პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა. კოდექსის 148-ე მუხლის შესწორების ინიციატორი ქვეყნის გენერალური პროკურორი ზაქირ გარალოვია.

მედია საშუალების ინფორმაციით, ახალი ინიციტივის თანახმად, პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის ინტერნეტ-მომხმარებელს  500-დან 1000 მანათამდე ჯარიმა, საზოგადოებრივი სამუშაოები ან 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დამამმძიემებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, პატიმრობის ვადა შესაძლოა, 5 წლამდე გაიზარდოს.

ცნობისთვის, ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანამდებობას 2003 წლიდან იკავებს. 2003 წლამდე ქვეყნის პირველი პირი ჰეიდარ ალიევი, მოქმედი პრეზიდენტის მამა იყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics